Post Detail

დიბონდი, ალუკაბონდი თუ კომპოზიტური პანელი? — რა უნდა ვიცოდეთ

დღევანდელ არქიტექტურაში ფასადის მოპირკეთება არ არის მხოლოდ ვიზუალური ელემენტი — ის ეხება შენობის თერმოიზოლაციას, ხმის იზოლაციას, გამძლეობას და ზოგად ენერგოეფექტურობასაც. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა Kompozit პანელი, თუმცა ამ სახელის უკან სხვადასხვა ბრენდი და ტერმინი იმალება: დიბონდიალუკაბონდი, და ზოგადად ალუკომპოზიტური პანელი.

შეიძლება დაგებადოს კითხვა: რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი ავირჩიო? მოდი, გავარკვიოთ.


1. რა არის კომპოზიტური პანელი?

ალუმინის Kompozit პანელი (ACP) არის ორსაფარიანი ალუმინის ფირფიტა, რომლის შიგნით პოლიმერული ან სხვა სახის შევსებაა (პოლიეთილენი ან ცეცხლგამძლე ბირთვი). ის განკუთვნილია ფასადების, ინტერიერის, რეკლამის, ჭერებისა და სხვა კონსტრუქციული ელემენტებისთვის.

2. დიბონდი და ალუკაბონდიბრენდები თუ მასალები?

აქ ხშირად ხდება დაბნევა:

  • Alucobond — შვეიცარიული პრემიუმ ბრენდია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ამ სეგმენტში და მის სახელს ხშირად იყენებენ როგორც მასალის ზოგად დასახელებას.
  • Dibond — გერმანული ბრენდია, რომელიც ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ძირითადად გამოიყენება საგანმანათლებლო, სარეკლამო და ინტერიერის მიმართულებებში.
  • Kompozit პანელი — ზოგადი ტერმინია, რომელიც მოიცავს ყველა ამ ტიპის პანელს, იქნება ეს პრემიუმ თუ საბიუჯეტო ვარიანტი.

ამიტომ, დიბონდი და ალუკაბონდი არის ბრენდები, ხოლო Kompozit პანელიმასალის სახეობა.

აფტრედში გთავაზობთ სხვადასხვა დიზაინის და ფერის კომპოზიტურ პანელებს, რომლის კატალოგის გაცნობა ჩვენს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი https://uptrade.ge/kompozituri-panelebi/