Post Detail

რატომ უნდა გამოვიყენოთ ასაშის (ASAS) ტექნიკური კატალოგი ალუმინის სისტემებში?

ასაშის (ASAS)  ტექნიკური კატალოგის გამოყენება  აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სამრეწველო, საინჟინრო ან სამშენებლო პროდუქციას, როგორიცაა ალუმინის კომპოზიტური პანელები, საფასადე სისტემები, ალუმინის კარ-ფანჯარა და სხვა.

რას ვიპოვით ტექნიკურ  კატალოგში?

1. ზუსტი მახასიათებლები

   ASAS -ის კატალოგი გთავაზობს დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის ზომებზე, მასალებზე, ფენების სისქეზე, დაფარვის ტიპებზე და სხვა ტექნიკურ მონაცემებზე, რაც აუცილებელია სწორი არჩევანისთვის.

2. შედარების შესაძლებლობა

   ტექნიკური კატალოგის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის, ტიპის ან ბრენდის პროდუქტების პირდაპირი შედარება — მაგალითად, ხანძარსაწინააღმდეგო კლასები ან გარე ფენის სისქე.

3. მონტაჟისა და გამოყენების რეკომენდაციები

   ხშირად კატალოგი შეიცავს მონტაჟის ინსტრუქციებს, ინსტრუმენტების ტიპებს, ტემპერატურულ პირობებს და სხვა პრაქტიკულ რჩევებს, რაც ამცირებს შეცდომის რისკს პროექტში.

4. ხარჯების გათვლისთვის მნიშვნელოვანია

   ტექნიკური მონაცემების გარეშე ზუსტი ხარჯთაღრიცხვა შეუძლებელია. სისქე, ზომა და ტიპი პირდაპირ გავლენას ახდენს ფასსა და მონტაჟის ღირებულებაზე.

5. სამშენებლო პროექტებისთვის აუცილებელია

   არქიტექტორებს, ინჟინრებს და ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ტექნიკური კატალოგი სჭირდებათ დოკუმენტაციისთვის და პროექტში პროდუქტის ჩასაშენებლად.

რა სისტემები აქვს ასაშს და რა კატალოგების ნახვა არის შესაძლებელი?

ასაშს მრავალფეროვანი პროდუქტი აქვს, შესაბამისად მისი კატალოგიც მრავალი სახისაა, რომლის ნახვა აფტრეიდის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. 

მათ შორისაა: 

კარ-ფანჯარის სისტემები: მრავალი სერია და დიზაინი, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგოეფექტურობასა და უსაფრთხოებას.

ასევე კომპოზიტური პანელების ფასადური სისტემების. მინის მოაჯირების, სლაიდური სისტემებისა და სხვა ასაშის კატალოგების ნახვა როგორც ავღნიშნეთ  შესაძლებელია www.uptrade.ge- ზე.